Outsider Pexsacmeli Lyrics

მე არა მაქვს ხელები, შენ რომ მოგეხვიო,
მე არა მაქვს თვალები, შენ რომ დაგინახო,
მე ყურებიც არა მაქვს, შენ რომ მოგისმინო,
მე ცხვირი არა მაქვს, შენ რომ შეგისუნთქო.
არა... არა და არა.

მე არ მინდა ომი, შენ რომ დაგამარცხო,
მე არც თოფი მინდა, შენ რომ მიგახვრიტო,
მე კბილები არა მაქვს, შენ რომ დაგკბინო,
მე ნერვებიც არა მაქვს, შენ რომ აგიტანო.
არა... არა და არა.

მე არა მაქვს სახე, შენ რომ შემამჩნიო,
მე არა მაქვს სხეული, შენ რომ შეგიფარო,
მე არც თავი არა მაქვს, შენთვის რომ ჩამოვიხრჩო,
ჩემში სისხლი გაშრა, შენთვის რა გავიღო?
არა... არა და არა.

See also:

107
107.21
mana TENGO MUCHAS ALAS PARA VOLAR Lyrics
Melissa Etheridge Royal Station 4/16 Lyrics