Outsider Pepela Lyrics

მე საკუთარ სიცოცხლეს ვამხობ,
შენი უაზრო ტირილიც მართობს,
მე მიხდება თვალები ფართო,
როცა ჩემს პეპლებს ვიღაცა აფრთხობს!

მიწა! კაცები! ვარსკვლავი! ცა!
მეფეც გიჟია, აღარ ჰგავს კაცს,
გაცოფდა პეპელა, წააწყდა ფაქტს,
ნახევარ საათში ის მოიკლავს თავს!

პეპელა, ჩემი პეპელა, მოილავს თავს!

მე დავიწყებ ნერვებზე თამაშს,
შენ კი ტირილი დაგახრჩობს ალბათ,
თქვენ ვერ გაიგებთ ყველაფერს ამას,
ის პეპელა კი მიხვდება მთავარს.

იჭერენ მთვარეს და ჩხრეკენ მზეს,
ბინძური ხელები ცას ახევს ფერს,
მე ვრჩები ობლად, ვერ მახრჩობს ზღვა,
პეპელას ვერ მოკლავთ, ის იკლავს თავს!

პეპელა, ჩემი პეპელა, მოილავს თავს!

See also:

107
107.21
tss proyect feat irantzu Yo quiieroo vivir♪ Lyrics
Achmed Binladin is coming to town Lyrics