The Light Year Someone Walking Along Lyrics
გუშინ დილით გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
გიშინ დილით კაცი არ ფიქრობდა არაფერს
არაფერში ცაზე მზე კაცივით დადიოდა
დაღამდა და დარჩა კიდევ ერთი დღე !!!
მერე კაცმა გზაზე დაინახა უცხო ქალი
შეეკითხა, იქნებ მიმასწავლო ცისკენ გზა,
ქალმა უთხრა, ვიცი ყველა სახლის მისამართი,
მაგრამ გირჩევ ჩვენთან დავიწყო სიტყვა ცა !!!
თოვას იწყებს, მიდის კაცი ისევ თავის გზაზე
დაინახა მთზე თოვლში ძველი სახლი დგას
და ძველ სახლში ჩუმად ზის მოხუცი აივანზე
კაცმა კითხა, იქნებ მიმასწავლო ცისკენ გზა !!!
მოხუცმა თქვა, ერთ დროს მეც ვეძებდი ცისკენ გზას
და ვერ შევძელი, მგზავრო, დავრჩი მარტოდ-მარტო მე ...
მთებში ადის გზები, ღრუბლებმა რო გადაფარა
იქნებ ეს გზა იყოს,სხვას ვერ გეტყვი ვერაფერს !!!
გუშინ დილით გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
გიშინ დილით კაცი არ ფიქრობდა არაფერს
და შენ იტყვი, ასე ბევრი ვინმე დადიოდა
და სულ მალე ალბათ დავიწყებ ყველაფერს !!!
წლები გადის და დრო ამ ცხოვებას გადაურბენს
ჩვენ მივდივართ სადღაც, ვეძებთ ცისკენ სავალ გზას
მაგრამ ვიღაც რჩება, ვიღაც გზიდან გადაუხვევს
და არავინ იცის სად გაგიღებს ზეცა კარს
თოვას იწყებს, მე მივდივარ ისევ მარტო გზაზე
დავინახე მთაზე, თოვლში ძველი სახლი დგას
და ძველ სახლში ჩუმად ზის ის კაცი აივანზე
და მე ვკითხე იქნებ მიმასწავლო ცისკენ გზა !!!
See also:
JustSomeLyrics
125
125.64
Maletiempo nino d angelo Lyrics
Norah Jones What I'm I To You Lyrics